უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 აგვისტოსთვის - დოლარი - 2.7089 ლარი, ევრო - 2.7880 ლარი, ფუნტი - 3.2829 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7089 ლარი ეღირება, ევრო – 2.7880 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2829 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7016 ლარი ღირდა, ევრო – 2.7916 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2960 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 აგვისტოსთვის ამოქმედდება.