უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ოქტომბრისთვის - დოლარი - 2.7263 ლარი, ევრო - 2.9804 ლარი, ფუნტი - 3.5600 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7263 ლარი ეღირება, ევრო – 2.9804 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5600 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7255 ლარი ღირდა, ევრო – 2.9803 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5636 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 ოქტომბერს ამოქმედდება.