უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 მარტისთვის - დოლარი - 2.8791 ლარი, ევრო - 3.2591 ლარი, ფუნტი - 3.7218 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8791 ლარი ეღირება, ევრო – 3.2591 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7218 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 2.8463 ლარი ღირდა, ევრო – 3.2274 ლარი, ფუნტი – 3.7119 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 მარტიდან ამოქმედდება.