უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 თებერვლისთვის - დოლარი - 2.9544 ლარი, ევრო - 3.3801 ლარი, ფუნტი - 4.0079 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 2.9544 ლარი ეღირება, ევრო – 3.3801 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0079 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9331 ლარი ღირდა, ევრო – 3.3546 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.9840 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 თებერვლისთვის ამოქმედდება.