უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისთვის - დოლარი - 2.6959 ლარი, ევრო - 2.9755 ლარი, ფუნტი - 3.5300 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6959 ლარი ეღირება, ევრო – 2.9755 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5300 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6949 ლარი ღირდა, ევრო – 2.9752 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5247 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 სექტემბერს ამოქმედდება.