უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 ოქტომბრისთვის - დოლარი - 2.7255 ლარი, ევრო - 2.9803 ლარი, ფუნტი - 3.5636 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7255 ლარი ეღირება, ევრო – 2.9803 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5636 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7257 ლარი ღირდა, ევრო – 2.9885 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5679 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 ოქტომბერს ამოქმედდება.