უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 მაისისთვის - დოლარი - 3.4174 ლარი, ევრო - 4.1590 ლარი, ფუნტი - 4.8182 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4174 ლარი ეღირება, ევრო – 4.1590 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.8182 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.4324 ლარი ღირდა, ევრო – 4.1450 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.7776 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 მაისს ამოქმედდება.