უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 მაისისთვის - დოლარი - 3.0321 ლარი, ევრო - 3.1977 ლარი, ფუნტი - 3.7459 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 3.0321 ლარი ეღირება, ევრო – 3.1977 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7459 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0318 ლარი ღირდა, ევრო – 3.2110 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.7506 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 მაისისთვის ამოქმედდება.