უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 იანვრისთვის - დოლარი - 2.6879 ლარი, ევრო - 2.9427 ლარი, ფუნტი - 3.4198 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6879 ლარი ეღირება, ევრო – 2.9427 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4198 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6878 ლარი ღირდა, ევრო – 2.9405 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4218 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 იანვარს ამოქმედდება.