უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ოქტომბრისთვის - დოლარი - 2.7257 ლარი, ევრო - 2.9885 ლარი, ფუნტი - 3.5679 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7257 ლარი ეღირება, ევრო – 2.9885 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5679 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7230 ლარი ღირდა, ევრო – 2.9909 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5655 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 10 ოქტომბერს ამოქმედდება.