უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.7048 ლარი, ევრო - 2.8914 ლარი, ფუნტი - 3.3237 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7048 ლარი ეღირება, ევრო – 2.8914 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3237 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7025 ლარი ღირდა, ევრო – 2.8825 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3119 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 10 ნოემბერს ამოქმედდება.