უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივლისისთვის - დოლარი - 2.7511 ლარი, ევრო - 2.9783 ლარი, ფუნტი - 3.5266 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7511 ლარი ეღირება, ევრო – 2.9783 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5266 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7399 ლარი ღირდა, ევრო – 2.9670 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5123 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 10 ივლისს ამოქმედდება.