უცხოური პრესა კიევში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
უცხოური პრესა საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე წერს.
The Washington post
გამოცემა The Washington post-ი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოქალაქეობის არმქონე ყოფილი პრეზიდენტის, ნაკლებად სავარაუდო პოლიტიკური აღორძინებისა და სავარაუდო დაცემის ბოლო ეპიზოდია. სტატიის ავტორი, წერს რომ რუსეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსმა პოლიტიკური კარიერა ორ ქვეყანაში გაიკეთა და ახლა ორივე ქვეყანაში მას ბრალდებებს უყენებენ.
The New York Times
ქაოტური სცენა საქართველოს ექსპრეზიდენტის დაკავების დროს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Nytimes-ი.
სტატიაში დეტალურად არის აღწერილი, როგორ მოხდა საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავება. Nytimes-ის ჟურნალისტი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მას კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უშიშარ ჯვაროსნად აღიქვამენ, კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ მისი რიტორიკა ბუნდოვანია და ფაქტების ნაკლებობას განიცდის.
BBC
სააკაშვილის დაკავებაზე წერს BBC-იც. „სააკაშვილი ადრე საქართველოს მოქალაქე, შემდეგ უკრაინის ახლა კი მოქალაქეობის არმქონე პირია, მოქალაქეობა პოროშენკომ მას შემდეგ ჩამოართვა, რაც სააკაშვილმა პოროშენკო კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ხელის შეშლაში დაადანაშაულა.