უცხოური მედიის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში ბელარუსში გამართული მოლაპარაკებებიდან კიევში დაბრუნების შემდეგ, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრს სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ
უცხოური მედიის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში ბელარუსში გამართული მოლაპარაკებებიდან კიევში დაბრუნების შემდეგ, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრს სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ

მიმდინარე თვის დასაწყისში ბელარუსში გამართული მოლაპარაკებებიდან კიევში დაბრუნების შემდეგ, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრს სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებულმა პირმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი მიმდინარე თვის დასაწყისში სავარაუდოდ მოწამლეს. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იყო კიდევ სამიზნე და რა იყო სავარაუდო მოწამვლის წყარო.

როგორც გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, მიმდინარე თვის დასაწყისში კიევში მოლაპარაკებების მონაწილე სამ ადამიანს – აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის ორ წევრს თვალების სიწითლე, ცრემლდენა, ხელებისა და სახის კანის აქერცვლა აღენიშნებოდათ.

აბრამოვიჩის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის ახლა თავს კარგად გრძნობს და გააგრძელებს მოლაპარაკებებს უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად ომის დასასრულებლად.

„ბიბისის“ ცნობით, აბრამოვიჩთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ის მოლაპარაკებებში მას შემდეგ ჩაერთო, რაც დახმარება სთხოვეს.

ამასთან, თავად უკრაინელ მომლაპარაკებლებს მოწამვლის ფაქტი არ დაუდასტურებიათ. რუსტემ უმეროვი, რომელიც ერთ-ერთ სავარაუდო დაზარალებულად არის მოხსენიებული, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საზოგადოებას მოუწოდებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

„მე კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა გავრცელებულ ყვითელ ამბავზე. გთხოვთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ასევე მიმდინარეობს საინფორმაციო ომი“, – წერს უმეროვი.