უცხოური მედია - რუსეთის მხრიდან „მცოცავი ანექსიის“ შემთხვევაში, აშშ ევროპაში ნატო-ს 30 000 ჯარისკაცის ოპერატიული გადასროლის გეგმას ამუშავებს
რუსეთის მხრიდან „მცოცავი ანექსიის“ შემთხვევაში, აშშ-ი ევროპაში ნატო-ს 30 000 ჯარისკაცის ოპერატიული გადასროლის გეგმას ამუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გეგმის თანახმად, ცხელ წერტილში ნატო-ს სამხედროები, ასევე დამატებითი თვითმფრინავები და ხომალდები 30 დღის განმავლობაში უნდა განთავსდნენ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მზარდი რუსული საფრთხის წინაშე მოკავშირეების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მეტისის პრიორიტეტია.
ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ გეგმის მიღებას მოკავშირე სახელმწიფოები ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე შეძლებენ.
აშშ-ის წინადადება ითვალისწინებს, რომ ალიანსს 30 ბატალიონი, ავიაგამადგურებლების 30 ესკადრილია და სამხედრო-საზღვაო ძალების 30 ხომალდი ეყოლება. ეს დაახლოებით 30 ათასი ჯარისკაცი და 360 სამხედრო თვითმფრინავია.