უცხოური მედია - ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 53 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 53 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად ქალაქ რაფაჰის ჩრდილოეთით სახლის დაბომბვის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა. სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში კარავზე თავდასხმის შედეგად.
ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ბეიტ ლაჰიაში სახლზე თავდასხმის შედეგად.
ისრაელის სამხედროებმა სამხედრო რეიდების ჩატარების შემდეგ ბეიტ ლაჰია ნაწილობრივ დატოვეს.
ადგილობრივი წყაროები იუწყებიან, რომ ქალაქ ღაზაში და ქალაქ ხან იუნისში საცხოვრებელი სახლები იბომბება.