უცხოელები, რომელთა ახლო ნათესავები რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ
უცხოელები, რომელთა ახლო ნათესავები რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ.
როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დღეს გავამარტივებთ ჩვეულებირივი ვიზების გაფორმებისა და რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის წესებს ჩვენი მოქალაქეების ნათესავებისთვის – მეუღლეებისთვის, მშობლებისთვის, შვილებისთვის, ძმებისთვის, დებისთვის, ბებიებისთვის, ბაბუებისთვის, შვილიშვილებისთვის – რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ“, – განაცხადა მიშუსტინმა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარია შესაბამის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე.
როგორც მიშუსტინმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეების ნათესავები ვიზის მიღებას ერთ წლამდე ვადით შეძლებენ, რუსეთის მოქალაქის წერილობითი განცხადების საფუძველზე.