უცხო ქვეყნის სპეციალისტის დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭების წესი შემუშავდება
უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭების წესი შემუშავდება.
შესაბამისი ცვლილებები „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეა.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნულ წესს 2019 წლის 1-ელ თებერვლამდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს.