უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძისგან განმარტებას ელოდება
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ელოდება განმარტებას, კონკრეტულად რას გულისხმობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ განცხადებებში და იმაზე, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკური ფიგურაა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდება.
სახალხო დამცველი არ ფიქრობს, რომ რომელიმე მისი გადაწყვეტილება, მისი საქმიანობა იყო პოლიტიკური.
„პირიქით, წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი მუშაობდა და ცდილობდა, მაქსიმალურად ობიექტური და ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალი ყოფილიყო, რაც მე ვფიქრობ, შევძელით. ამიტომ, მისგან ველით განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.