ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორი ცოტა დაბნეულია, რადგან ომბუდსმენის თანამდებობაზე ხან სამი კანდიდატი იყო, ხან ოთხი. შეიძლება, ეს რიცხვიც გაიზარდოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუშვილმა განუცხადა, რომელიც მესამე სექტორის მიერ დასახელებულ მომავალი ომბუდსმენის კანდიდატების საკითხს გამოეხმაურა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, მისი შემცვლელი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ხელისუფლებისთვის არაკომფორტული პირი.
“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სახალხო დამცველი უნდა იყოს დამოუკიდებელი, არაკომფორტული ხელისუფლებისთვის, უნდა ჰქონდეს გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის და რაც მთავარია, უნდა იყის ადამიანი, რომელიც პრინციპული იქნება. საუკეთესო კანდიდატი უნდა შეირჩეს”, – განაცხადა ნანუშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოთხი კანდიდატი წარადგინეს: ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.
ომბუდსმენის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა სავარაუდოდ დღეს მიიღებს.
სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება.