უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთზე 8 სექტემბერს, ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთზე 8 სექტემბერს, ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
„თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ ახორციელებს ხიდზე ლითონის კოჭების მონტაჟს. ამის გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 8 სექტემბერს, 00:00-დან 08:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30-წუთიანი ინტერვალით ნაწილობრივ შეიზღუდება (ერთი სამოძრაო ზოლის ჩაიკეტება). დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.