თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაშურშია გაჩერებული.
როგორც პირველ არხს ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, სარკინიგზო მონაკვეთზე რამდენიმე ხე წაიქცა. ამასთან, ხაშურში ძლიერი თოვა და უამინდობაა.
უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა ბათუმი-თბილისის მატარებელსაც.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, ამ საკითხზე განცხადებას ცოტა ხანში გაავრცელებენ.