უამინდობის გამო, გურიის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
უამინდობის გამო, გურიის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში აცხადებენ, სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ.
„თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. ყველა ცენტრალურ გზაზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი, იწმინდება შიდა გზებიც დამხმარე ტექნიკით. იმ სოფლებს, რომლებშიც ამ დროისთვის ელექტროენერგია არ არის, დღის ბოლომდე აღუდგება მიწოდება“, – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.