უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ პირველ არხს შსს-დან აცნობეს.
„საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.
კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესებისთანავე აღდგება.