უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის
უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადაიხდის.
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, პროექტმა გაამართლა და ამას სექტორის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
„აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებს გასული წლის ბოლოს შევხდით. შეხვედრაზე დავპირდით, რომ 2018 წელს ეს ხარჯი არ ექნებათ და სახელმწიფო გააგრძელებსაღნიშნული მიმართულებით დაფინანსებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.