გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე, ზოგან მოსალოდნელია წვიმა.
29-31 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.