გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
„12-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
14-15 აგვისტოს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ტემპერატურულ რეჟიმს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა განსაზღვრავს. ჰაერის ტემპერატურა 12-13 აგვისტოს საქართველოს დაბლობში, ბარსა და მთაში +28, +33, ხოლო 14-15 აგვისტოს +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, თბილისში უნალექო და თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.