U20 - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში საქართველო დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება
„მსოფლიო რაგბის“ ოცწლამდელთა ჩემპიონატის მე-3 შეხვედრაში, რომელიც ამავდროულად ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩია, „ბორჯღალოსნები“ ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა დღეს 20:30 საათზე დაიწყება.
თამაშის მოგების შემთხვევაში, ქართველი მორაგბეები რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ნახევარფინალში სამი ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიან. მე-5/მე-8 ადგილებისთვის ორი მეორეადგილოსანი და ორიც მესამეადგილოსანი ითამაშებენ. ბოლო ოთხეულში კი სამივე ჯგუფის აუტსაიდერს ყველაზე სუსტი მესამეადგილოსანი დაემატება.
ახალგაზრდა „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა, საფრანგეთთან თამაშის შემდეგ, შემადგენლობაში შვიდი ცვლილება გააკეთა.
ნაკრების შემადგენლობა
შერკინება: 1. გოგიჩაშვილი, 2. პაპიძე, 3. ჯაფარიძე, 4. საღინაძე (კ), 5. მაჩალაძე, 6. მამათავრიშვილი, 7. აბესაძე, 8. ჯალაღონია
უკანა ხაზი: 9. აფრასიძე, 10. აბჟანდაძე, 11. ძაგნიძე, 12. წიკლაური, 13. სვანიძე, 14. თაფლაძე, 15. მამუკაშვილი
მარქაფა: 16. ზამთარაძე, 17. ნუცუბიძე, 18. ხარაიშვილი, 19. ჯაიანი, 20. გიგოლაშვილი, 21. დვალიშვილი, 22. ლომიძე, 23. მარჯანიშვილი