ისრაელში საერთაშორისო ოთხთა ტურნირი დაიწყო, სადაც საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მონაწილეობს.
ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა გამართა და დასანანი მარცხი იწვნია.ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილები პოლონეთს დაუპირისპირდნენ, რამდენჯერმე დაწინაურების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, დაძაბული ბრძოლა მინიმალური ანგარიშით დათმეს 0:1. ერთადერთი გოლი პოლონელებმა მატჩის უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. თავი ანტონ კოზუბალმა გამოიჩინა.
პოლონეთი – საქართველო -1:0
გოლი: 1:0 კოზუბალი (90)
საქართველო: ჯოჯუა, მორჩილაძე, ბაგრატიონი (მოლაშვილი), პირტახია, თოდუა (ეგოიანი), ხიმშიაშვილი, ცხოვრებაშვილი (გოგებაშვილი), გეგიაძე (ჯანაშია), შიოლაშვილი (დვალიშვილი), ხაბულიანი, დავრაშელიძე
სათადარიგოები: მაქაცარია, მესხი, ლაცაბიძე, ჯაჭვლიანი
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი
ისრაელში ტურნირზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მეორე შეხვედრას 31 იანვარს მასპინძლებთან გამართავს. ისრაელის 16-წლამდე ნაკრებთან მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.