ორი შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან - 16-წლამდე ნაკრები მზადებას იწყებს #1TVSPORT
ორი შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან - 16-წლამდე ნაკრები მზადებას იწყებს #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდს ამხანაგურ მატჩში ორჯერ დაუპირისპირდება. ორივე მატჩი რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გაიმართება: პირველი – 28 თებერვალს, ხოლო განმეორებითი – 2 მარტს.

გიორგი ჩიტაურის ფორმაციის გუნდმა ბოლო მატჩები გასული წლის ოქტომბერში თბილისში მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და ორივე (3:0, 1:0) შეხვედრაში მეტოქის დამარცხება შეძლო.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის შემოდგომაზე საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებს. გუნდის მეტოქეები იქნებიან დანიის, ავსტრიისა და ლიეტუვას 17-წლამდელთა ნაკრებები.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ჯგუფის შესარჩევ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს. მატჩები 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.