U16 | პოლონეთი - საქართველო 1:0
U16 | პოლონეთი - საქართველო 1:0

ისრაელში საერთაშორისო ოთხთა ტურნირი დაიწყო, სადაც საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მონაწილეობს.

ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა გამართა და დასანანი მარცხი იწვნია.ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილები პოლონეთს დაუპირისპირდნენ, რამდენჯერმე დაწინაურების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, დაძაბული ბრძოლა მინიმალური ანგარიშით დათმეს 0:1. ერთადერთი გოლი პოლონელებმა მატჩის უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. თავი ანტონ კოზუბალმა გამოიჩინა.

​პოლონეთი – საქართველო​ -1:0

გოლი: 1:0 კოზუბალი (90)​

საქართველო: ჯოჯუა, მორჩილაძე, ბაგრატიონი (მოლაშვილი), პირტახია, თოდუა (ეგოიანი), ხიმშიაშვილი, ცხოვრებაშვილი (გოგებაშვილი), გეგიაძე (ჯანაშია), შიოლაშვილი (დვალიშვილი), ხაბულიანი, დავრაშელიძე

​სათადარიგოები: მაქაცარია, მესხი, ლაცაბიძე, ჯაჭვლიანი

​მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი

ისრაელში ტურნირზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მეორე შეხვედრას 31 იანვარს მასპინძლებთან გამართავს. ისრაელის 16-წლამდე ნაკრებთან მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.