13-წლამდელ ფეხბურთელთა რეგიონთა თასის გამარჯვებული თბილისის ნაკრებია. გათამაშების ფინალური ეტაპზე, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლაგოდეხის ტექნიკურმა ცენტრმა 24-25 ნოემბერს უმასპინძლა, 2004 წლამდე დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 4 საუკეთესო ნაკრები მოხვდა.
ფინალში გია მაჭარაშვილის გაწვრთნილმა თბილისის ნაკრებმა იმერეთი 13:0 დაამარცხა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. საინტერესოა, რომ ნახევარფინალში თბილისელებმა სამეგრელოს 7:0 დაამარცხეს და საერთოდაც, ტურნირზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. მსგავსი ფაქტი ამ ტურნირის ისტორიაში არ მომხდარა.
ფინალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ და გამარჯვებული და საუკეთესო მოთამაშეები დააჯილდოვეს. გამარჯვებული თბილისის ნაკრები ბერლინის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს. საუკეთესოებისგან კი, მომავალ წელს საქართველოს 15-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრები დაკომპლექტდება.