ტყის ხანძრის გამო, ნორვეგიაში რამდენიმე სარკინიგზო რეისი გადაიდო, რამაც მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია.
ადგილობრივი მედიის ინფომრაციით, ხანძარი კვირას ოსლოსთან ახლოს, ჰაკადალის მუნიციპალიტეტში გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და საფრთხე სხვა მუნიციპალიტეტებსაც ემუქრება.
გადადებული სარკინგზო რეისების გამო, მგზავრები დანიშნულების პუნქტებთან ავტობუსებით გადაჰყავთ. ამისთვის მთავრობამ 300 ავტობუსი გამოყო, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.