მკვლელობა მოხდა ტყიბულში. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს იმ დროს ესროლეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.