ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ. მეშახტეები ხელფასის გაზრდას ითხოვენ.
პროფკავშირის ხელმძღვანელის, გაგა ისაკაძის ინფორმაციით, დასაქმებულები ხელფასის 300 ლარით მომატებას ითხოვენ.
„ოთხი თვეა ვითხოვთ ხელფასის მატებას, მაგრამ უშედეგოდ. იძულებული გავხდით, მიგვემართა პროტესტის ამ ფორმისთვის. რთულია 500 ლარით ოჯახის შენახვა, გაძვირდა ყველაფერი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთმა მეშახტემ, ბესიკ სეფერთელაძემ.