ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში გზის მშენებლების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დამქირავებელ ყაზახურ კომპანიას „ყაზახდორსტროის“ კუთვნილი სამი თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას თხოვენ. მშენებლების თქმით, ყაზახურმა კომპანიამ ქართულ კონტრაქტორ ფირმას „ჯიქეიგრუპს“ თანხა სრულად არ დაურიცხა, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე აისახა.
აქციის მონაწილეები სახელმწიფოს დახმარებას თხოვენ და რამდენიმე დღის ვადას აძლევენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
სოფლებში – ორპირსა და ცუცხვათს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 18 იანვარს დასრულდა. მშენებლობაში 100-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.