თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, პარლამენტი საქმიანობას ერთი თვით შეაჩერებს
პარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, საქმიანობას ერთი თვით შეაჩერებს. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, 7-8 სექტემბერს პლენარული სხდომები გაიმართება, რის შემდეგაც საქმიანობა დროებით შეჩერდება.
სპიკერის ცნობით, სექტემბერში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსმენა იგეგმებოდა, რაც გადაიდება და საკანონმდებლო ორგანო მინისტრებს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოუსმენს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, პარლამენტი არჩევნების წინ, ერთი თვით ადრე საკანონმდებლო საქმიანობას წყვეტს.