ორ თვითმმართველ ქალაქში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს, ორში კი უპირატესობას სალომე ზურაბიშვილი ფლობს
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, სადაც ყველა თვითმმართველ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, სიტუაცია შეცვლილია არჩევნების მეორე ტურზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი რუსთავსა და ქუთაისში ლიდერობს, მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს კი უპირატესობა ბათუმსა და ფოთში აქვს.
ცესკო-ს საიტზე ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში 82 უბნიდან 68 უბნის შედეგებია დათვლილი და გრიგოლ ვაშაძეს ხმების 51,69% აქვს მიღებული ანუ 23 020 ხმა, სალომე ზურაბიშვილს კი 48,31 % , 21 517 ხმა.
ქუთაისი – 122 უბნიდან ჯერ მხოლოდ 65 უბნის მონაცემებია ცნობილი, გრიგოლ ვაშაძეს 50,52% (18 998 ხმა) აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი 49,48% (18 60 ხმა).
ბათუმი – 101 უბნიდან ამ დროისთვის მხოლოდ 23 უბნის მონაცემებია ცნობილი. გრიგოლ ვაშაძეს ხმების 45,15 % აქვს მიღებული (7530 ხმა), სალომე ზურაბიშვილს კი – 54,86% (9151 ხმა).
ფოთში 32 უბნიდან მხოლოდ 5 უბნის შემაჯამებელი ოქმია გამოქვეყნებული და ამ მონაცემების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ 41,34 % (1003 ხმა) მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 58,66% (1423 ხმა).
აღსანიშნავია, რომ სხვაობა კანდიდატებს შორის იმდენად მცირეა, უბნების სრულად დათვლის შემდეგ, მონაცემები შესაძლოა, შეიცვალოს.