თვითმხილველების თქმით, ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს შენიშნეს, როგორ აცოცდა შეიარაღებული ადამიანი სახურავზე, რაზეც პოლიციელებსაც მიანიშნეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა [ვიდეო]
თვითმხილველების თქმით, ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს შენიშნეს, როგორ აცოცდა შეიარაღებული ადამიანი სახურავზე, რაზეც პოლიციელებსაც მიანიშნეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა [ვიდეო]

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო პენსილვანიიდან, სადაც თვითმხილველები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგს ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ შენიშნეს, როგორ აცოცდა თოფით შეიარაღებული ადამიანი ერთ-ერთ სახურავზე.

თვითმხილველის თქმით, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხალხი პოლიციელებს ანიშნებდა მისკენ, თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში წერენ, რეაგირება სამართალდამცველების მხრიდან ამ ფაქტზე არ ყოფილა.

„სიგიჟეა, როგორ დაუშვა საიდუმლო სამსახურმა, რომ ამ ადამიანს შეიძლება, ტრამპი მოეკლა“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ამასთან, ბატლერის ოლქის შერიფი აცხადებს, რომ ადგილობრივმა პოლიციელმა ტრამპის მისამართით გასროლამდე შეიარაღებული მამაკაცი დაინახა, თუმცა მისი შეჩერება ვერ შეძლო.