თვითმხილველების განცხადებით, დიდუბის საცხობში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა
თვითმხილველების ინფორმაციით, დიდუის საცხობში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა.
როგორც თვითხილველები აცხადებენ, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ის მამაკაცია, რომელმაც დილით საწყობის კარი გახსნა. კიდევ ერთი დაშავებული საცხობის თანამშრომელი ქალია.
ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მათ საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღეს.
ადგილზე შსს-სა და „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.