თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, ბათუმში მედპერსონალმა მოქალაქე პოლიციის დახმარებით კარანტინში გადაიყვანა
თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, ბათუმში მედპერსონალმა მოქალაქე საპატრულო პოლიციის დახმარებით კარანტინში გადაიყვანა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.
„თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ უკვე საპატრულო პოლიციასთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას და მოქალაქეს გადავიყვანთ კარანტინში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.
ჯერ უცნობია, ჰქონდა თუ არა თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეს კომუნიკაცია სხვა პირებთან.