თვითიზოლაციაში მყოფი ბორის ჯონსონი მოქალაქეებს სოციალური ქსელიდან მოუწოდებს, სახლში დარჩნენ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები ჯერ ისევ აღენიშნება, თვითიზოლაციაში რჩება.
პრემიერი მოქალაქეებს სოციალური ქსელიდან მიმართავს და სთხოვს, დარჩნენ სახლში.
„სახლში დარჩენით თქვენ სხვებს სიცოცხლეს უნარჩუნებთ. მოგიწოდებთ, ამ უქმეებზეც დაიცვათ ეს, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ამინდი გვაქვს“, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.