თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო აფეთქების შედეგად დაიღუპა
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო აფეთქების შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, ალექსანდრ ზახარჩენკო აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად, სასიკვდილოდ დაიჭრა.
ამასთან, „რია ნოვოსტის” ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებულია კიდევე ერთი სეპარატისტი ლიდერი, დონეცკის ე.წ. შემოსავლების მინისტრი ტიმოფეევი. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.