„ტვიტერმა“ რუსეთის 300-ზე მეტი სახელისუფლო გვერდი შეზღუდა, ამ ჩამონათვალშია ვლადიმერ პუტინიც
„ტვიტერმა“ რუსეთის 300-ზე მეტი სახელისუფლო გვერდი შეზღუდა, ამ ჩამონათვალშია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აღნიშნული გვერდები ამიერიდან მომხარებელს აღარსად შეხვდება, არც საიტის სიახლეების ზოლში და არც შეტყობინებებში.
„ტვიტერში“ ამბობენ, რომ აღნიშნულ ანგარიშებს უკრაინის ომის დროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, მათზე ამ დრომდე „ტვიტერის“ კონკრეტულ შეზღუდვები არ ვრცელდებოდა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ „ტვიტერმა“ მკაცრადაა შეზღუდული რუსეთში.