სოციალურმა ქსელმა, „ტვიტერმა“ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიკრობლოგის პირადი გვერდი დაუბლოკა.
ოფიციალურ მიზეზად პრეზიდენტის ქმედებებით კომპანიის წესების დარღვევა სახელდება.
„ტრამპის ანგარიშის ბოლოდროინდელი ტვიტების ყურადღებით შესწავლისა და მათი კონტექსტის შედეგად, განსაკუთრებით, თუ როგორ აღიქმება და ინტერპრეტირდება ისინი „ტვიტერსა„ და მის გარეთ, ჩვენ სამუდამოდ შევუჩერეთ ანგარიში ძალადობის შემდგომი გაღვივების რისკის გამო“, – ნათქვამია „ტვიტერის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე, დონალდ ტრამპს საკუთარ ანგარიშზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ.