თვეში 500 ათასი ევრო - რუსეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელეს
რუსეთის პრემიერლიგაში საკმაოდ დიდი ხელფასებია, რასაც zen.yandex-ის გავრცელებული ინფორმაცია მეტყველებს. ამ ციფრების მიხედვით, რუსეთში ზოგიეთი კლუბი მოთამაშეებს უფრო მეტსაც უხდის, ვიდრე მაგალითად, ესპანეთის გუნდები – თუ გრანდებს არ ჩათვლით.
zen.yandex-ის ცნობით, ყველაზე მეტს მალკოლმი (ბრაზილია, ზენიტი) იღებს, რომლის სავარაუდო ხელფასიც წელიწადში 6 მილიონი ევროა (თვეში 500 ათასი). ფეხბურთელი 2018-2019 წლებში „ბარსელონაში“ თამაშობდა, მაგრამ რუსების წინადადების გამო კატალონიური გრანდი მიატოვა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ხუთეული ასე გამოიყურება:
1 – მალკოლმი (ბრაზილია, ზენიტი)
6 მილიონი ევრო (თვეში 500 ათასი)
2 – ვედრან ჩორლუკა (ხორვატია, ლოკომოტივი)
4.5 მილიონი ევრო (თვეში 375 ათასი)
3 – ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი, ზენიტი)
4 მილიონი ევრო (თვეში 330 ათასი)
4 – არტიომ ძიუბა (რუსეთი, ზენიტი)
3.5 მილიონი ევრო (თვეში 290 ათასი)
5 – ანდრე შურლე (გერმანია, სპარტაკი)
3 მილიონი ევრო (თვეში 250 ათასი)
ცნობილია გამოცემა „სპორტს“-ის მიერ შედგენილი სია, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის „ლოკომოტივში“ საბა კვირკველია წელიწადში 1.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. ასევე 1.7 მილიონი ევროს იღებს მოსკოვის „სპარტაკის“ მცველი გიორგი ჯიქია, ხოლო ჯანო ანანიძე – 2 მილიონ ევროს.
თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს თანხები ფეხბურთელებთან არ მიდის და ნაწილი (შესაძლოა, 50 პროცენტიც) მათ მენეჯერებს ან მოთამაშის ტრანსფერის მონაწილე სხვა პირებს რჩებათ.