„ტვ პირველთან“, სადაც გადაცემაში სტუმრად გიორგი გახარია იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
„ტვ პირველთან“, სადაც გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ყოველ საღამოს იკრიბებიან, გიორგი გახარია „ტვ პირველის“ შენობაში შეძახილებით „გახარია წადი“ და სტვენით შეაცილეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი ღუდუშაურის კლინიკასთან შეიკრიბა. მათ მსვლელობით ტელევიზიასთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.
მათი განცხადებით, შს მინისტრმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხიმგებლობა 20 ივნისის ღამეს მომხდარ ფაქტზე და თანამდებობა დატოვოს.
„ტვ პირველთან“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელიც იმყოფება.
ტელევიზიასთან ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.