„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას ოფიციალურად აცნობა, რომ „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა რუსთაველის # 12-დან განხორციელდა
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას ოფიციალურად აცნობა, რომ „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა რუსთაველის # 12-დან განხორციელდა

ტელეკომპანია „ტვ პირველი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „თიბისი ბანკიდან“ კიბერშეტევის ფაქტზე გაგზავნილ ოთხ წერილს აქვეყნებს, რომელიც „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიამ მოიპოვა.

ოთხი წერილიდან სამი მამუკა ხაზარაძის ხელმოწერილია, ხოლო ერთი „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლის სახელით არის დაწერილი.

პირველ წერილში, რომელსაც ხელს ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ეგუტია აწერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვირუსების შემცველი კორესპონდენციების მიღების შესახებ ატყობინებენ.

მეორე წერილში მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას აცნობებს, რომ „მავნე სერვერი“ მდებარეობს თბილისში, რუსთაველის # 12-ში.

მესამე წერილში მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას სწერს, რომ შეტყობინების გაგზავნიდან ორი თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება.

მეოთხე წერილში კი მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას ასევე სწერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი.