თუშეთში, კლდიდან გადმოვარდნილი მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. იაშვილის კლინიკის ექიმი, გია ბიბილაშვილი აცხადებს, რომ მოზარდი კომაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
ექიმის თქმით, პაციენტს თავისა და ყბა-სახის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ამჟამად მისი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა მიმდინარეობს.
„ექიმების ჯგუფი ყველაფერს აკეთებს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ოპერაციის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. ამ დროისთვის პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, ინტენსიური დაკვირვების და მკურნალობის ქვეშ იმყოფება“,-აცხადებს გია ბიბილაშვილი.