თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ მდინარე სტორის ადიდების შედეგად გზის ნაწილი დაინგრა. სტიქიამ ასევე დააზიანა მიმდებარე ტერიტორიები, მოგლეჯილია ხეები.
ამ დროისთვის ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან გუბერნატორის მოადგილე, ასევე საგზაო დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შექმნილია საგანგებო შტაბიც, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.